დღის ფაქტები

აკაკი წერეთლის გარდაცვალების დღე (1915 წელი)

1915 წლის 8 თებერვალს (ძვ.სტ. 26 იანვარი) 74 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი წერეთელი. 

დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.