...
ფაქტები
სიახლეები

აშშ-ისა და სსრკ-ის მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პაქტზე ხელის მოწერა (1969 წელი)

1969 წლის 24 ნოემბერს აშშ-მ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პაქტს.

ირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება შეიმუშავა გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომიტეტმა და მოიწონა გენერალურმა ასამბლეამ 1968 წლის 12 იანვარს. 

დოკუმენტის მიზანია, ბირთვული იარაღის შემდგომი გავრცელების პრევენცია და ამგვარი იარაღის მქონე სახელმწიფოების წრის შემოსაზღვრა. აღნიშნული ხელშეკრულება, ბირთვულ სახელმწიფოს უკრძალავს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ბირთვული იარაღისა და მასზე კონტროლის სხვისთვის გადაცემას, ავალებს არ წაახალისოს ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფო ბირთვული იარაღის საწარმოებლად, შესაძენად თუ მასზე კონტროლის მოსაპოვებლად.