დღის ფაქტები

ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია (1968 წელი)

21 აგვისტო 2021

1968 წლის 21 აგვისტოს საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების მოკავშირე ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რათა ქვეყნის პოლიტიკური ლიბერალიზაცია - ე.წ. “პრაღის გაზაფხული” - შეეჩერებინათ. სპეცოპერაციაში სახელად „დუნაი“ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის დასაკავებლად დაახლოებით 500000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. ოკუპაციისას დაიჭრა 500 ჩეხოსლოვაკიელი და დაიღუპა 108. 

ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1991 წლამდე გაგრძელდა.