დღის ფაქტები

ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა დღე

23 აგვისტოს მსოფლიო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა დღეს აღნიშნავს. 

23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ევროპის პარლამენტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2009 წელს გამოაცხადეს, საქართველოს პარლამენტმა კი იგივე გადაწყვეტილება ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 21 ივლისს მიიღო.

დოკუმეტი, რომლითაც ორი ტოტალიტარული იმპერია - საბჭოთა კავშირი და გერმანია - აღმოსავლეთ ევროპის გავლენის სფეროებად გაყოფაზე თანხმდებოდა, 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში გაფორმდა.

მას ხელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რიბენტროპი და მისი საბჭოთა კოლეგა მოლოტოვი აწერდნენ. საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით ირკვევა რომ ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, აღმოსავლეთ პოლონეთი და ბესარაბია საბჭოთა კავშირს, ხოლო ლიტვა და დასავლეთ პოლონეთი ფაშისტურ გერმანიას ერგო.