დღის ფაქტები

თეირანის კონფერენცია (1943 წელი)

1943 წლის 28 ნეომბრიდან 1 დეკემბრამდე ქალაქ თეირანში მიმდინარეობდა თეირანის კონფერენცია. ეს იყო გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სამი სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, სსრკ, აშშ) ლიდერთა (უინსტონ ჩერჩილი, იოსებ სტალინი, ფრანკლინ დელანო რუზველტი) შეხვედრა. კონფერენციაზე სათავე დაედო დიდ სამეულს, განიხილებოდა მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა.