...
11 დეკემბერი 2023
პოლონეთში IDFI-მ ბათუმის მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა
სიახლეები

2023 წლის 11 დეკემბერს პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში,  “აღმოსავლური სახლის ვიტრინის” ორგანიზებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის ანტონ ვაჭარაძის ლექცია გაიმართა, თემაზე -  „1937-1938 წლებში ბათუმში რეპრესირებულთა მასობრივ სამარხზე ჩატარებული არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევა“.

 

შეხვედრაზე ასევე გაიმართა რადიო თავისუფლების ფილმის “დახვრეტილთა სასაფლაოს” ჩვენება, რომელშიც წარმოდგენილია, თუ როგორ დაეხმარა ქართულ მხარეს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) გუნდი ბათუმში საბჭოთა ტერორის მასობრივი სამარხის აღმოჩენის ადგილზე სამძებრო და ექსჰუმაციის სამუშაოებში. 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) წარმომადგენლები, ქართველოლოგები და ა.შ. მათ შორის ევა კოვალსკა, კატინის მუზეუმის ყოფილი დირექტორი, რომელმაც გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი ბათუმში მუზეუმისა და საძმო სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებით.

 

ღონისძიება წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინა დიდი ტერორის მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე.